ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში პოკერი შეასრულა. პორტუგალიამ ლიეტუვას 5:1 აჯობა, ხოლო 34 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო.
რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 25 გოლის გატანა შეძლო და ეს ყველა დროის რეკორდია. აქამდე, პირველ პოზიციაზე რობი კინი იყო 23 გოლით, მაგრამ ხსენებული პოკერით რონალდუმ გადაასწრო.
სანაკრებო პაუზა კი დასრულებულია და ახლა, კრიშტიანუ ტურინში დაბრუნდება და „იუვენტუსში“ სათამაშოდ მოემზადება.