ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა 2020 წლის ზაფხულზე ფიქრს აქედანვე იწყებს და სატრანსფერო გათვლებს აკეთებს.
Tuttosport-ის ცნობით, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლევერკუზენის „ბაიერის“ 20 წლის შემტევი კაი ჰავერცი იქნება.
გერმანელი ფეხბურთელი სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ ითამაშებს „იუვეს“ წინააღმდეგ და ფეხბურთელზე ახლოდან დაკვირვების შესაძლებობაც ექნებათ.
ჰავერცს „ლევერკუზენთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გერმანული გუნდი მას მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში შეელევა.