“ინტერის” გულშემატკივრებმა კლუბის მესამე ფორმის პრეზენტაციის დროს, რომელსაც მთელი გუნდი და მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ესწრებოდა, შესძახეს: Chi non salta bianconero e (ვინც არ ხტუნავს ბინაკონეროა), თუმცა ანტონიო კონტე ფანებს არ აჰყოლია.
კონტე გაღიმებული სახით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
შეგახსენებთ, ანტონიოს “იუვენტუსში” 16 წელი აქვს გატარებული. 13 ფეხბურთელის რანგში (1991-2004), სამიც მწვრთნელის როლში (2011-2014).
Attimi di imbarazzo per #Conte al “chi non salta bianconero è” dei tifosi dell’#Inter. Il mister si limita a sorridere @fcin1908it pic.twitter.com/Wy2TpGvrBv
— Daniele Vitiello (@DanViti) September 10, 2019