კრიშტიანუ რონალდუს გარემოცვა უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „იუვენტუსი“ ხელფასის გამო კრიშტიანუს გაყიდვას ცდილობს და ის „ბარსელონასაც“ კი შესთავზა.
ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტმა ისაუბრა, რომელიც პორტუგალიელის ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია. თუმცა, ბოლო ცნობებით, რონალდუს გარემოცვა ამ ამბავს უარყოფს.
გარემოცვაზე დაყრდნობით As-ი წერს, რომ რონალდუ ტურინში დარჩება კონტრაქტის ამოწურვამდე თუ არა უფრო დიდხანს და მისი მთავარი მიზანი „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამრიგად, კრიშტიანუს გუნდიდან წასვლა არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გასულ სეზონში 37 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ამაზე შედეგიანი სეზონი არავის ჰქონია.