ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ მუშაობა შემადგენლობის გაწმენდით დაიწყო. ბლეზ მატუიდი უკვე ოფიციალურად გადავიდა „ინტერ მაიამიში“, მაგრამ ფრანგი ერთადერთ არაა, ვისაც „იუვე“ ემშვიდობება.
მომდევნო ნაბიჯი სამი ხედირასა და გონსალო იგუაინის გაყიდვა იქნება. პირლომ უკვე აცნობა ხელმძღვანელობას, რომ მის შემადგენლობაში ისინი არცერთ ვარიანტში არ შევლენ.
შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა გერმანელისა და არგენტინელისთვის შესაფერისი წინადადების მოსაზიდად. აღსანიშნავია, რომ „იუვე“ ორივეს გაყიდვით სახელფასო ბიუჯეტში წელიწადში 14 მილიონ ევროს დაზოგავს.
სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 144 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, ხოლო იგუაინმა 2016-2018, 2019 წლიდან დღემდე 148 თამაშში თავი 66-ჯერ გამოიჩინა.