პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ბოლო დროს ხშირად წერენ. ამავდროულად ტურინული კლუბი ისევ აგრძელებს ოცნებას პოლ პოგბას დაბრუნებაზე, მაგრამ შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში ამის შანსი მცირეა.
იტალიური მედიის ცნობით კი, „მანჩესტერი“ მზადაა პოგბა ტურინში გაუშვას, მაგრამ ერთადერთი პირობით – პაულო დიბალასთან ბარტერით.
პოგბას ანდრეა პირლო ძალიან კარგად იცნობს და მისთვის იდეალურ ნახევარმცველად თვლის, რამაც შესაძლოა გაცვლის შანსი გაზარდოს.
პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და ტურინელ ქომაგს თავი შეაყვარა. თუმცა იგივე ვითარებაა დიბალას შემთხვევაშიც, რომლის შენარჩუნება გულშემატკივართა უმრავლესობას სურს.