კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში „ელ კლასიკოს“ დაესწრო და ბუნებრივია ამან გააჩინა ეჭვები, რომ „რეალში“ დაბრუნება უნდა. ესპანურ მედიასთან ჟურნალისტმა და მისმა მეგობარმა ედუ აგირემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ რონალდუმ მადრიდში დაბრუნების სურვილი შეიგრძნო. წარმოუდგენელია ის, რაც გუშინ ხალხისგან მიიღო, „ბერნაბეუ“ ერთი საათით ადრე შეივსო, რადგან იცოდნენ, რომ ის იქ იქნებოდა. თამაშმა მინდვრის ნაცვლად მეორე სართულზე გადაინაცვლა, კრიშტიანუ მადრიდისტაა და ამიტომ დარწმუნებული ვარ დაბრუნების სურვილი გაუჩნდა.
ახლა მთლიანადაა კონცეტრირებული „იუვეზე“, ჩემპიონთა ლიგაზე და ვერავინ შეძლებს ყურადღების გაფანტვას, თუმცა არ ვიცი რა მოხდება მომავალში და არავინ იცის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „იუვეში“ ბედნიერია და ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მაგრამ მადრიდისტაა.
მან ნახა თავისი „რეალი“, რომელმაც „კლასიკო“ მოიგო. სხვა გრძნობებია პრესის და სოციალური ქსელის მეშვეობით როდეაც ეცნობი ამ ყველაფერს და სხვა, როდესაც ხედავ, რომ მთელი ქალაქიშენთვისაა მობილიზებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბოლო წელიწადნახევარში „რეალი“ იყო ის, რაც იყო“, – თქვა აგირემ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალის“ ღირსებას 2010-2019 წლებში იცავდა, ხოლო „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.