იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის 4 მარტს გაიმართება და მაყურებლები დაიშვებიან.
თუმცა, არსებობს შეზღუდვები. თამაშზე დასწრება შეეზღუდებათ რეგიონებიდან ლომბარდიის, ვენეტოსა და ემილია რომანიის და პროვინციებიდან სავონას, პეზაროსა და ურბინოს წარმომადგენლებს.
ზემოხსენებულ ადგილებში საფეხბურთო მატჩების ჩატარება (მაყურებლებით) 8 მარტამდე შეზღუდული იქნება.
„იუვენტუსი“ – „მილანის“ თამაში კი 4 მარტს, ტურინში გაიმართება.