ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალი“ – „ბარსელონას“ შეხვედრა მიადევნა თვალი.
„ინტერთან“ გადადებული მატჩითა და გამოჩენილი თავისუფალი დროით პორტუგალიელმა ისარგებლა და ყოფილ გუნდს „ელ კლასიკოში“, რომლის მთავარი გმირი არაერთხელ ყოფილა, უგულშემატკივრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესსვენებაზე გასახდელშიც შესულა და „რეალის“ მოთამაშეებს მორალური მხარდაჭერა აღუთქვა.