ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ ჯიჯის გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ჯერ არაფერია გარკვეული, თავად გადაწყვეტს. მეჩვენება, რომ კარგადაა, თუმცა ამ მომენტში ამაზე არ გვისაუბრია“, – თქვა მარტინამ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უწერება, მაგრამ არაა გამორიცხული ფეხბურთში ისევ დარჩეს და ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივოს.