მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ლიონი” შესაძლოა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს

“იუვე” – “ლიონი” შესაძლოა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს

კორონავირუსის გამო არაა გამორიცხული „იუვენტუსი“ – „ლიონის“ შეხვდრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს. „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ ფრანგულ მედიასთან უეფას გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

„გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, მაგრამ კორონავირუსის ფაქტები „ლიონთან“ მატჩის შემდეგ გამოვლინდა. თუნდაც „იუვეს“ 23 წლამდე გუნდი კარანტინში მოათავსეს, რომლის ოთხი წევრი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

უნდა დავაკვირდეთ განვითარებულ მოვლენებს, ღია ვართ უეფას ყველა გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ უარეს შემთხვევაში ნეიტრალურ მოედანზე თამაში დაგვჭირდება“, – თქვა ოლამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ შეხვედრამდე ორი კვირაა დარჩენილი და 17 მარტს ახლანდელი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ტურინშია დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …