ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022 წელს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს უეფამ ოფიციალურად მიიღო.
იტალია მეორედ უმასპინძლებს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალს. პირველად ეს 2016 წელს მოხდა, როდესაც მასპინძელი რეჯიო ემილიას „მაპეი სთედიუმი“ იყო.
„ალიანც სთედიუმზე“ კი ასევე მეორედ გაიმართება უეფას ტურნირის ფინალი. 2014 წელს „იუვეს“ საშინაო არენამ ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლა „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის.