მთავარი / სიახლეები / რონალდუს მადრიდის რეალთან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს
რონალდუს მადრიდის რეალთან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს

რონალდუს მადრიდის რეალთან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც იუვენტუსმა ლევერკუზენი ანგარიშით 0-2 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აღმერთებს ამ ტურნირს და ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით.

ფეხბურთელი გამოტყდა, რომ უარს არ იტყოდა მატჩის მადრიდის რეალთან გამართვაზე, მაგრამ არა მერვედფინალში. იდეალურ ვარიანტად ის თვლის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრას უკვე ფინალში. რასაკვირველია ეს იქნება ამაღელვებელი, რადგან ეს იქნება პირველი მატჩი ბოლო 12 წლის მანძილზე, როცა ის გავა მოედანზე მადრიდელებთან ერთად, მაგრამ აღარ იბრძოლებს მათთვის.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად ვისთან მოუწევს პორტუგალიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი მატჩის გამართვა, მაგრამ ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართება. სავარაუდო მეტოქეების სია კი ასე გამოიყურება: ჩელსი, მადრიდის რეალი, ტოტენჰემი, დორტმუნდი და ლიონი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …