მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “ლევერკუზენი” – “იუვეს” მატჩის შემდეგ

ფაქტები და სტატისტიკა “ლევერკუზენი” – “იუვეს” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლევერკუზენი“ კრიშტიანუ რონალდუსა და გონსალო იგუაინის გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს.

16 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 16 ქულა დააგროვა და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არასდროს ჰქონია. იგივე შედეგი „იუვემ“ მხოლოდ ორჯერ 1996-1997 წლების სეზონში და 2004-2005 წლების სეზონში დაფიქსირა. 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად მეხუთე დაასრულა და 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად, როდესაც ფინალში გავიდა.

28 – კრიშტიანუ რონალდულ გერმანული გუნდების წინააღმდეგ 28-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. არცერთ სხვა ფეხბურთელს ერთი ქვეყნის გუნდებისთვის ამაზე მეტი გოლი არ გაუტანია.

2 – „იუვენტუსმა“ კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გოლი გაიტანა.

13 – „იუვემ“ „ლევერკუზენთან“ პირველ ტაიმში საკუთარი კარისკენ 13 დარტყმა მიიღო. ჩემპიონთა ლიგაზე „ბიანკონერის“ ერთ ტაიმში ამაზე მეტი დარტყმა 2015 წლის მაისის შემდეგ არ მიუღია, როდესაც სტუმრად „რეალს“ შეხვდა.

2 – 41 წლის და 317 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ამ ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა. ჯიჯიზე წინ მხოლოდ მისი თანამემამულე მარკო ბალოტაა, რომელმაც „ლაციოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 43 წლისა და 252 დღის ასაკში ითამაშა. გარდა ამისა, ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე 123-ე თამაში ჩაატარა და საუკეთესო ათეულშია. ამდენივე მატჩი აქვს სერხიო რამოსს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …