ტურინის მერი, კიარა აპენდინო, იუვენტუსის გულშემატკივრების მკვლელობის საქმეზე თებერვალში სასამართლოს წინაშე წარსდგება.
2017 წლის 3 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი ხვდებოდნენ. გულშემატკივრები სან-კარლოს მოედანზე იყვნენ შეკრებილნი რათა დიდ მონიტორზე ეყურებინათ მატჩისთვის.
მეორე ტაიმის ნახევარში პანიკა დაიწყო, ხმა გავრცელდა თითქოს მოედანზე ბომბი იყო, რაც შემდეგში ჭყლეტაში გადაიზარდა. ამ შემთხვევის შედეგად დაშავდა 1500 ადამიანი და დაიღუპა ორი.
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიარა აპენდინოსთან ერთად მსჯავდებულის სკამზე მერის ყოფილი შტაბის უფროსი და ტურინის ტურიზმის ხელმძღვანელი წარსდგებიან ერიკა პიოლეტისა და მარიზა ამატოს გარდაცვალების გამო.
ერიკა პიოლეტი მიყენებული დაზიანებების გამო ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მარიზა ამატოს განუვითარდა ტეტრაპლეგია (ოთხივე კიდურების დამბლა) და საბოლოოდ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2019 წლის 25 იანვარს.
ოთხი კაცი უკვე გაასამართლეს ყაჩაღობის მიზნით პანიკის ატეხვის გამო მიმდინარე წლის მაისში და მათ სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.