იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, უფრო სწორად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გაიმეორა მისი წინამორბედების მარჩელო ლიპის და ფაბიო კაპელოს რეკორდი.
ბაიერ ლევერკუზენთან გამარჯვება რეკორდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბიანკონერიმ შესანიშნავი ტრიოს რონალდო-დიბალა-იგუაინის გამოყენებით ბოლო 20 წუთში მოახერხა ორი გოლის გატანა და გუნდმა აქტივში +3 ქულა ჩაიწერა.
ამ გამარჯვებით ბებერმა ქალბატონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დააგროვა 16 ქულა. ამის გაკეთება კი მანამდე მარჩელო ლიპიმ 1996/1997 წლებში, ხოლო ფაბიო კაპელომ 2004/2005 წლების სეზონში მოახერხა.