მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “ბოლო 20 წუთმა იმედი მომცა, მაგრამ მთლიანობაში ცუდი თამაში იყო”

დელ პიერო: “ბოლო 20 წუთმა იმედი მომცა, მაგრამ მთლიანობაში ცუდი თამაში იყო”

ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩზე კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთები იმედისმომცემია, მაგრამ „იუვემ“ საერთო ჯამში ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა.

„ბოლო 20 წუთმა ცოტა იმედი მომცა, რადგან გუნდი იბრძოდა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მთლიანობაში „იუვემ“ ძალიან ცუდად ითამაშა. პირველ ტაიმში „ბენფიკა“ დომინირებდა, ისევე, როგორც მეორე ტაიმის გარკვეული პერიოდი. „იუვეს“ ჰქონდა შანსი ანგარიში 4:4 გაეხადა, მაგრამ მეტოქესაც ჰქონდა მეხუთე გოლის გატანის შანსი. „ბენფიკა“ დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …