მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “მიზანი მხოლოდ მოგებაა და ვიცით, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ”

ალექს სანდრო: “მიზანი მხოლოდ მოგებაა და ვიცით, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ვიცით, რომ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ, კარგად ვითამაშოთ. ვუმატებთ და ვიცით, რომ შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. გვინდა ჩვენი საუკეთესო ვაჩვენოთ, სხვა მატჩებთან შედარებით არაფერი იცვლება, მხოლოდ მოედანზე გასვლასა და საუკეთესოს ჩვენებაზე ვფიქრობთ. ხვალაც ასე იქნება. „ბენფიკა“ ამ სეზონში დაუმარცხებელია? იმედი მაქვს, რომ ამჯერად წააგებს. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ და კარგად ვითამაშებთ.

3-მცველიან სქემაში ცენტრში თამაში? ამ პოზიციაზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ყოველთვის მზად ვარ გუნდის დასახმარებლად. განსხვავებული ფუნქცია მაქვს, მაგრამ დიდად არაფერი იცვლება, რადგან მაინც მარცხენა ფლანგზე თამაში მიწევს.

„ბენფიკას“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ თამაშში განსხვავების მოხდება, ჩვენ ამ მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ. სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია? მხოლოდ მოგებას ვფიქრობთ, ყველაფერს გავაკეთებთ „ბენფიკასთან“ რომ მოვიგოთ.

ლისაბონში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული იყო, მშვენიერი, რადგან შესანიშნავი სტადიონია. ჩემთვის ეს არის დიდებული შესაძლებლობა, რომ დავბრუნდე ამ სტადიონზე და ძალიან კარგად ვითამაშო“, – თქვა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …