მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ მოგება უნდა ვცადოთ”

ალეგრი: “ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ მოგება უნდა ვცადოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კომპაქტურად უნდა ითამაშოს წინ თითო ნაბიჯი გადადგას.

„მხოლოდ ერთი შედეგის უფლება გვაქვს, მაგრამ ჯერ არც ჩემპიონთა ლიგიდან ვართ გავარდნილი და არც ევროპა ლიგაზე გადასული. ორი თამაში გვაქვს ქულების მოსაპოვებლად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. „ბენფიკა“ თავისი ბედის პატრონია, თუნდაც ჩვენთან წააგო. ჯერ სეზონში არ დამარცხებულა, ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ, დაცვაში საუკეთესოდ. მათ აქვთ თვისებები, თავიანთი გულშემატკივრების წინაშე განსხვავებული მუხტი აქვთ. განსაკუთრებული მატჩია და არ უნდა ვიჩქაროთ, უნდა გავაუმჯობესოთ ის კომპაქტურობა, რაც ბოლო ორ შეხვედრაში გვქონდა.

„ბენფიკასთან“ პირველ შეხვედრაში საგოლე მომენტები გვქონდა, მეორე ტაიმიც ცუდად არ დაგვიწყია. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რომ შევინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, იდეალური იქნება ამის გაკეთება მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით, მაგრამ ვიცით, რომ ეს რთულია.

სქემა 3-5-2 იქნება? ვთქვათ, რომ ბოლო ორ თამაშში ამ სისტემით ამ ეტაპზე ჩვენს განკარგულებაში არსებული ფეხბურთელების თვისებების გამო ვითამაშეთ, ამჯერად ვეცდებით განსხვავებული რამ შემოგთავაზოთ. დაცვით ასპექტში კარგად უნდა ვითამაშოთ და მომენტები შევქმნათ, პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები უნდა აღმოვფხვრათ.

ერთადერთი რისკი, რომელიც გვაქვს, არის ძალიან დიდი ეიფორია ბოლო ორი თამაშის გათვალისწინებით, რადგან ორივე მატჩი მოვიგეთ და ეს იწვევს მეტისმეტ ეიფორიას. თუმცა ამავდროულად ეს ბევრ დადებითსაც რაღაცასაც იწვევს. ყოველთვის კომპაქტურები უნდა ვიყოთ, დაცვაშიც და შეტევაშიც, სადაც ამის გაკეთება უფრო ადვილია. მთავარია სწორი დამოკიდებულება გვქონდეს და მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშოთ. ეს წინა ორ შეხვედრაში გვქონდა, მაგრამ მანამდე ეს არ გაგვიკეთებია.

რაც უნდა მოხდეს, ამან ჩვენს მომენტზე გავლენა არ უნდა იქონიოს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ დღეს ყველაფერი კარგად წარიმართება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. ამ თამაშის შემდეგ „ლეჩეზე“ უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი მნიშვნელოვანია, რომელიც გვეტყვის, გვექნება თუ არა შანსი ბოლო ტურში. გარდა ამისა, ეს მოგება ევროპა ლიგაზე თამაშის გარანტიასაც მოგვცემდა, რადგან ეს ჯერ კიდევ არ გვაქვს დაბევებული. გუნდი ამ ბოლო დროს უკეთ მუშაობს. სერია A-ში გზაზე ბევრი ქულა დავკარგეთ, თორემ სხვაგვარი სატურნირო ცხრილი იქნებოდა. დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და ეიფორია უნდა ვაკონტროლოთ, რადგან ეს ყველაფერი იმუნურ სისტემას ამცირებს. ეს არ უნდა დაიწიოს, არამედ უნდა ამაღლდეს. ბიჭები კარგად მოემზადნენ, ამიტომ მზად ვიქნებით.

თუ ხვალ „ბენფიკა“ წააგებს, მაგრამ ბოლო ტურში მოიგებს, ჩვენ მხოლოდ ევროპა ლიგაზე გადავალთ. ამიტომ, ახლა მხოლოდ თითო ნაბიჯის გადადგმაზე უნდა ვიფიქროთ. გუნდი კარგადაა, ფიზიკურად და მენტალურად. დიდი კომპაქტურობით უნდა ვითამაშოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …