მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ”

ლოკატელი: “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, მაგრამ ბოლოს კარგი რეაქცია გამოავლინეს.

„სამწუხაროა ეს წაგება, ბოლო წუთები ისე ვითამაშეთ, როგორც დიდ გუნდს ეკადრება, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვცდილობდით კარგი შედეგის მიღწევას. არასწორი დამოკიდებულებით ვითამაშეთ, ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლოს კარგი რეაქცია გვქონდა“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …