დღეს Juventus.Ge-მ იტალიური და ესპანური მედია მიმოიხილვა და გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს ჯანლუიჯი დონარუმას, კილიან მბაპეს, მარიო მანჯუკიჩის, როდრიგო ბენტანკურის, დანი ოლმოს და ემერსონ პალმერის შესახებ.
ჯანლუიჯი დონარუმა | Corriere dello Sport-ის განცხადებით, იუვენტუსი მზად არის ისარგებლოს მილანსა და ჯანლუიჯი დონარუმას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრობლემებით. 20 წლის იტალიელი მეკარით ბევრი სხვა კლუბიც არის დაინტერესებული. ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ბებერი ქალბატონი დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებით.
კილიან მბაპე | ესპანური გამოცემა “დონ ბალონი” პარი სენ-ჟერმენი თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით ფრანგი ფეხბურთელისთვის სამი გუნდი მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი იბრძოლებენ. ფეხბურთელი პარიზში 2017 წელს იჯარის წესით გადავიდა, ხოლო 2018 წელს პსჟ-მ მონაკოდან 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ამ დროის მანძილზე მან 107 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 73 გოლი და 39 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეა ანიელიმ აქციონერებს 300 მილიონი ევრო კრიშტიანუ რონალდუს კალიბრის ტრანსფერზე მოსთხოვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კილიან მბაპე იქნება და იუვენტუსი ზაფხულში ფრანგი ვარსკვლავისთვის გაიწევს.
მარიო მანჯუკიჩი | თუ გამოცემა SportMediaset-ს დავეყრდნობით მილანი გაღიზიანებულია შვედი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქცევით, კლუბს ხელშეკრულების გაფორმება და სეზონის მეორე ნახევარში გუნდის გაძლიერება სურს. ფეხბურთელთან მოლაპარაკებები იმაზე მეტხანს გაგრძლედა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამის გამო პარალელურად მილანის დირექტორი ზვონიმირ ბობანი ინარჩუნებს კონტაქტს თავის თანამემამულესთან მარიო მანჯუკიჩთან, და სწორედ ის იქნება მილანელების მთავარი სამიზნე შვედთან ჩავარდნილი შეთანხმების შემთხვევაში.
როდრიგო ბენტანკური | calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი გამოსავალს ეძებს ბენტანკურის გარშემო შექმნილი სიტუაციიდან. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ბებერ ქალბატონში ბოკა ხუნიორსიდან გადავიდა. ხელშეკრულების თანახმად ტურინელები ვალდებული არიან ტრანსფერის შემთხვევაში 50% გადაუხადონ არგენტინულ გუნდს. ტურინელებს არ აწყობთ მოლაპარაკების ეს პირობა ამიტომ იტალიელები ფიქრობენ როგორ აარიდონ მას თავი. ადრე იგეგმებოდა პირდაპირი მოლაპარაკებები არგენტინელ კოლეგებთან, მაგრამ იქაური ხელმძღვანელობის ცვლილების გამო აღარ შედგა. ბიანკონერები ახალი გამოსავლის ძიებაში არიან.
დანი ოლმო | ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსს და მილანს მძიმე ბრძოლა მოუწევთ დინამო ზაგრების თავდამსხმელის დანი ოლმოსთვის, რადგან ფეხბურთელით ბარსელონა და ატლეტიკო ინტერესდებიან. დანი ოლმოს დინამოსთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა გააფორმა.
ემერსონ პალმერი | შესაძლოა იუვენტუსმა მატია დე შილიო პარი სენ-ჟერმენში გაუშვას და მის შემცვლელად ჩელსის მცველი ემერსონ პალმერი დაიმატოს. იტალიელი, ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი ლონდონის ჩელსში 2018 წლის იანვარში რომადან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მცველმა ახალ კლუბში 46 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.