მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა / იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა

ტურინის იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, გარდა იმისა რომ პირველი ადილით დაასრულა, ფინანსურადაც საკმაოდ წარმატებული გამოუვვიდა.

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ექვსი და ჩასატარებელი მინიმუმ ორი მატჩით ხაზინას მინიმუმ 95 მილიონი ევროთი შეავსებს. ტურინული კლუბი 15,3 მილიონ ევროს ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის გამო მიიღებს; 9,5 მილიონს პლეი-ოფში გასვლის გამო; 10 მილიონს ჩემპიონთა ლიგის საგზურის ორი ტურით ადრე მოპოვებისთვის; 29,9 მილიონ ევროს ისტორიული რეიტინგისთვის; 14,4 მილიონს მიიღებს 6 მატჩიდან 5 მოგების და ერთის ფრედ დასრულების გამო და 8,8 მილიონს სტადიონის ბილეთების შემოსავლიდან.

ეს უკვე ჩატარებული 6 მატჩის 87.9 მილიონი ევროა, გარდა ამისა იუვეს მინიმუმ ორი მატჩის ჩატარება მოუწევს პლეი-ოფში. საშინაო მატჩისთვის მინიმუმ 3 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე თანხას მიიღებს სტადიონის ბილეთებისგან. ამრიგად იუვენტუსის საერთო შემოსავალი ჯერჯერობით მინიმუმ 95 მილიონი ევრო იქნება. მერვედფინალის დაძლევის შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

ალექს სანდრო: “მიზანი მხოლოდ მოგებაა და ვიცით, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მიზანი მხოლოდ …

“იუვეს” განაცხადი “ბენფიკასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სტუმრად „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია. მეკარეები: …