მთავარი / სიახლეები / ჯანლუიჯი ბუფონი: იუვენტუსი რონალდუსთან ერთად ასჯერ ძლიერია
ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსი რონალდუსთან ერთად ასჯერ ძლიერია

ჯანლუიჯი ბუფონი: იუვენტუსი რონალდუსთან ერთად ასჯერ ძლიერია

ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჯიჯიმ კითხვაზე თუ როგორ იმოქმედა რონალდუს ტრანსფერმა გუნდზე უპასუხა, რომ გუნდი რონალდუსთან ერთად ასჯერ ძლიერია.

“რონალდუ მნიშვნელოვანი და მისაბაძი ფეხბურთელია. თუ ის გარკვეულ მაგალითს იძლევა, ჩვენ ასმაგად ძლიერები ვხდებით როგორც გუნდი. ლევერკუზენის წინააღმდეგ რთულ წუთებში ის იყო უნიკალური, ეს ჩემს აღფრთოვანებას იწვევს” – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

ჯანლუიჯი ბუფონს ასევე დაუსვეს კითხვა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პოტენციურ მეტოქეზე მადრიდის რეალზე.

“ყოველთვის ძალიან კარგია რეალის წინააღმდეგ თამაში. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს მისი ისტორიისა და ფეხბურთელების გამო. იმის მიუხედავად თუ როგორ დამთავრდა წინა მატჩი მადრიდში, ამას ახლა ვუყურებ პოზიტიურად. ეს იყო სწრაფვის და ძალისხმევის ნიმუში. ამ გადასახედიდან, ორი ლეგენდარული გუნდი შეიძლება ისევ შეხვდეს ერთმანეთს” – თქვა ჯიჯი ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …