კრიშტიანუ რონალდუმ „უდინეზესთან“ გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა და დუბლი შეასრულა, ლამაზი ჟესტითაც გამოიჩინა თავი.
75-ე წუთზე მაურიციო სარიმ კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი შეცვალა და კაპიტნის სამკლავური გონსალო იგუაინმა მოირგო. თუმცა, 81-ე წუთზე „პიპიტაც“ შეცვალეს და არგენტინელმა სამკლავური კრიშტიანუ რონალდუს დაუტოვა.
თუმცა, პორტუგალიელმა თავაზიანი ჟესტით სამკლავური ბლეზ მატუიდის გადასცა. ამით რონალდუმ აჩვენა, რომ მატუიდი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც „იუვეში“ მასზე ერთი წლით ადრე მივიდა.
ფრანგმა თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში რონალდუს და „იუვენტუსს“ საჯარო მადლობა გადაუხადა მსგავსი პატივის მინიჭებისთვის.
A su salida del juego, Higuaín le dio la cinta de capitán a @Cristiano Ronaldo, pero el portugués se la cedió a Matuidi en señal de respeto a su antigüedad y jerarquía 👏👏👏#Respect pic.twitter.com/flZQmd1Gw1
— Goal en español (@Goal_en_espanol) December 16, 2019