მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსის“ პროექტიდან უსამართლოდ და მოულოდნელად შეიძლება ითქვას, გააქრეს. თუმცა, გულშემატკივრებს ხორვატი არ ავიწყდებათ და „უდინეზესთან“ მატჩი ამის ნათელი დადასტურება იყო.
მეორე ტაიმში ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სტადიონი ხორვატის სახელს სკანდირებდა – მარიო მანჯუკიჩ! მარიო მანჯუკიჩ! მარიო მანჯუკიჩ!
შეგახსენებთ, რომ ხორვატს „იუვე“ არაოფიციალურად დატოვებული აქვს და ტურინშიც აღარ ცხოვრობს.
მარიო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. თუმცა, ბალკანელმა ტიფოზებს თავი განსაკუთრებით ბრძოლისუნარიანი ხასიათით შეაყვარა. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩმა „იუვესთან“ კონტრაქტი მარტში 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მაურიციო სარიმ პრაქტიკულად გუნდიდან გააგდო…
MARIO MANDZUKIC 🔊 #juveudinese pic.twitter.com/DIbrBBdGWK
— nicla // JUVE 🤍🖤 (@ItsNicla) December 15, 2019