ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „უდინეზე“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით და ლეონარდო ბონუჩის გოლით ადვილად, 3:1 დაამარცხა.
გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას:
29 – „იუვენტუსი“ სერია A-ში ბოლო 29 მატჩია დაუმარცხებელია (24 მოგება და 5 ფრე).
478 – ჯანლუიჯი ბუფონი ალესანდრო დელ პიეროს გაუთანაბრდა „იუვეს“ მაისურით სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ახლა ორივე ლეგენდის აქტივში 478 თამაშია.
15 – კრიშტიანუ რონალდუ ტოპ 5 ჩემპიონატიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო 15 სეზონის განმავლობაში მიყოლებით ახერხებს მინიმუმ 10 გოლის გატანას (2005-2006 წლების სეზონიდან დღემდე, ყველა ტურნირის ჩათვლით). გარდა ამისა, რონალდუმ მიმდინარე სეზონში 8 საშინაო მატჩიდან შვიდში გოლი გაიტანა (8 გოლი). პირველად მოახერხა „იუვეს“ რიგებში ზედიზედ 4 თამაშში გოლის გატანა, ხოლო სერია A-ში დუბლი თებერვალში „პარმასთან“ მატჩის შემდეგ პირველად შეასრულა.
3 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველ ტაიმში 3 გოლი 2018 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა.
3 – ლეონარდო ბონუჩის მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ამაზე მეტი ლეოს არცერთ სეზონში გაუტანა სერია A-ს ეგიდით.