მთავარი / სიახლეები / სატრანსფერო სიახლეები: პოგბა, კანტე, ჰოლანდი და მანჯუკიჩი

სატრანსფერო სიახლეები: პოგბა, კანტე, ჰოლანდი და მანჯუკიჩი

დღეს 16 დეკემბერს, Juventus.Ge-მ იტალიური და ესპანური მედია მიმოიხილვა და გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს პოლ პოგბას, ნ’გოლო კანტეს, ერლინგ ჰოლანდის და მარიო მანჯუკიჩის შესახებ.

პოლ პოგბა | Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსის სპორტულ დირექტორს ფაბი პარატიჩს სურს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელით პოლ პოგბათი. ფრანგის მიმართ ინტერეს ტურინული კლუბი გასული ზაფხულიდან იჩენს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერი შეუძლებელი იქნება, მაგრამ ივნისში ეს არ არის გამორიცხული.

ნ’გოლო კანტე | ესპანური გამოცემა El Desmarque იუწყება, რომ იუვენტუსის და ბარსელონას მესვეურები აკვირდებიან ჩელსის ნახევარმცველ ნ’გოლო კანტეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ფრანგი ფეხბურთელი ლონდონის ჩელსის სისტემის ქვაკუთხედია, ამიტო ნაკლებად სავარაუდოა ლიდერთან საკუთარი ნება-სურვილით განშორება სურდეთ.

ერლინგ ჰოლანდი | თუ Corriere dello Sport-ს დავუჯერებთ, იუვენტუსმა წინადადებით უკვე მიმართა ზალცბურგის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს, და ნორვეგიელ ფეხბურთელს ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში. ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს ყველასთვის ცნობილი მინო რაიოლა. ნორვეგიელით დაინტერესებული არიან ყველა წამყვანი კლუბები.

მარიო მანჯუკიჩი | იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერით, პირველ რიგში, თავად კლუბია დაინტერესებული და არა ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა, ხორვატი ფეხბურთელი ყურადღებით განიხილავს ყველა წინადადებას კარიერის გასაგრძელებლად. შეგახსენებთ რომ მარიომ აპრილში ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს კლუბში 2021 წლის საფხულამდე შეუძლია დარჩენა, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …