ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს მე-16 ტურში უდინეზეს უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
მე-9 და 37-ე წუთზე გოლი იუვეს თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე თავი ლეონარდო ბონუჩიმ გამოიჩინა და იუვემ პირველი ტაიმი 3-0 მოიგო.
იუვენტუსმა სერია A-ს მატჩის პირველ ტაიმში სამჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და მსგავსი შედეგი კლუბს ბოლოს 2018 წლის თებერვალში ჰოქნდა.