ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი განსაკუთრებით კმაყოფილი შემტევი სამეულის გარჯით დარჩა და აღნიშნა, რომ მათი მოედანზე ყოფნა დიდებული გამოსავალია.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ სერია A-ში გავიმარჯვეთ და კარგად ვითამაშეთ. 60 წუთი უმაღლეს დონეზე იყო, შემდეგ შეგვეძლო ფინალური ნაწილი უკეთ ჩაგვეტარებინა.
შემტევი სამეული? სამივე ამ მომენტში კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, „უდინეზე“ სრწაფი პასებით ცდილობს ბურთის თავდამსხმელებამდე მიტანას და ამიტომ გადავწყვიტე სმაივე ძირითადში ყოფილიყო. ეს არაჩვეულებრივი გამოსავალია, გადამწყვეტ მატჩებში და თამაშების გადამწყვეტი მომენტებისთვის.
„ლევერკუზენთან“ სამივე მაშინ იყო მოედანზე, როდესაც გერმალებმა ინტენსივობა შეამცირეს. „უდინეზესთან“ კი ვიმეორებ იმიტომ იყვნენ ძირითადში, რომ ისინი დაუყოვნებლივ თავდამსხმელებს ეძებენ, როდესაც ბურთი აქვთ.
ბერნარდესკი? მე მაკრიტიკებენმოგებული თამაშის შემდეგაც, მზად ვარ. ბერნარდესკის რაც შეეხება, როდესაც ბურთს მესამედ ეხები, ამ დროს პასი უნდა გააკეთო. თუმცა, ეს მე ნამდვილად არ მომითხოვია მისგან. ის მიჩვეულია ბურთთან დიდ ხანს ყოფნას, ცოტა მოედნის ხედვაც აკლია და ეს არის ის, რაც უნდა გააუმჯობესოს.
დემირალმა კარგად ითამაშა. გადავწყვიტე მას ეთამაშა, რადგან წინა მატჩიც კარგად ჩაატარა და ლასანიას შეჩერება გვჭირდებოდა. დღეს ძალიან კარგად ითამაშა, დიდებულად ვითარდება, სწრაფია და აგრესიული. ჩვენ ვმუშაობთ მასთა, რომ უფრო მეტად შეძლოს თამაშის წაკითხვა.
შჩესნის მხრის პრობლემა ჰქონდა გუშინ, სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ დღეს დილით ტკივილს ისევ გრძნობდა. ვნახოთ, ხვალ ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევა და ექიმების წინასწარი ვარაუდით მცირე დაზიანებაა. ალექს სანდროს თადარიგში დატოვება? მან ძალიან ბევრი თამაში ჩაატარა ამ დღეებში, თითქოს დამძიმებული ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის დასვენების დრო გამეზარდა. გარდა ამისა, დე შილიოც კარგ ფორმაშია“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 39 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.