კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსში“ საჯარიმოების შესრულების საშინელი სტატისტიკა აქვს.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა „იუვეს“ მაისური მოირგო ყველა ტურნირის ჩათვლით 24 ჯარიმა დაარტყა და ჯერჯერობით გოლი ვერ გაიტანა.
ხსენებული 24 დარტყმიდან რონალდუმ 15-ჯერ ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, 2-ჯერ კარს ააცილა, ხოლო 7-ჯერ მეკარემ აჯობა. უშუალოდ სერია A-ში კი, 18 უშედეგო მცდელობა ჰქონდა. ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ კამილო ჩიანოს აქვს, რომელმაც შარშან „ფროზინონეში“ 21 დარტყმა გააცუდა იტალიის ჩემპიონატში.
აქვე ვთქვათ, რომ შედარებისთვის დიბალამ 2015 წლიდან „იუვეში“ 9 ჯარიმა გაიტანა, ხოლო პიანიჩმა 2016 წლიდან – 7.