ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი „რივერ პლეიტში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ორი წელი, კონტრაქტის ამოწურვამდე ”იუვეში“ დარჩება, შემდეგ კი „რივერში“ სიამოვნებით დაბრუნდება.
„ახლა აქ ვრჩები, მანამდე, სანამ კონტრაქტი მაქვს. წელს და შემდეგ წელს. „რივერისთვის“ კარი არასდროს დამიხურავს, ყოვლეთვის ვუყურებ მის თამაშებს. ბედნიერი ვარ, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, საქმეები უკეთესად წავა.
არანაირ კარს არ ვხურავ. მომავალი გაურკვეველია, ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და შემდეგ ვნახოთ. „რივერის“ მადლიერი ვარ, ფეხბურთელების და გულშემატკივრების, არ ვიცი რა მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე მსურს „იუვესთან“ ერთად გართობა. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა სკოლა გავხსნა, რომ ახალგაზრდებს დავანახო ის, რაც მე განვიცადე იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი.
„იუვე“? თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თანაგუნდელებს ვიცნობდი, სამედიცინო პერსონალს. აქ კარგი მოგონებები დავტოვე, მეგობრები და ამიტომ დაბრუნება ადვილი იყო. ჩემი მიზანია ნაბიჯ-ნაბიჯ მომატებაა. ინგლისი? ყველაზე მეტად ფიზიკური კუთხით იყო ძნელი. რთული ჩემპიონატია, იმ პერიოდისთვის მითუმეტეს, რომელიც მე გავატარე. ადაპტირების სწრაფად გავლა, როგორც სხვაგან ხდება, იქ ძნელია.
რონალდუ? „იუვენტუსში“ სხვა ფეხბურთელი დამხვდა, ვიდრე „რეალში“ იყო. უფრო მიწიფული ადამიანი, ოჯახით. კარგი გავლენა მოახდინა და მიხარია, რომ ისევ ერთად ვთამაშობთ“, – თქვა იგუაინმა.