კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულში პორტუგალიელს გაასხვისებდა მისი მაღალი ხელფასის გამო, რადგან ეს მძიმე ტვირთად აწვებოდა.
თუმცა, იტალიური მედია იტყობინება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რონალდუ „იუვეში“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება, როცა მას კონტრაქტი ეწურება.
დარჩენის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, რომელსაც ძალიან მოსწონს ანდრეა პირლოსთან მუშაობა და სურს ახალგაზრდა მწვრთნელს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ სერია A-ში ჩატარებულ 5 თამაშში 8 გოლი გაიტანა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.