ტურინის „იუვენტუსში“ ცენტრალური მცველების ტრავმიანობას დასასრული არ უჩანს. ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ ლაზარეთში მერიჰ დემირალმა გადაინაცვლა.
თურქ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე კუნთის დაზიანება აქვს და მასდაახლოებით 10 დღე გაუცდება. შედეგად, დემირალი ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“ და კიევის „დინამოსთან“ ვერ ითამაშებს, ხოლო სერია A-ში „ბენევენტოსთან“.
იქედან გამომდინარე, რომ ბონუჩი და კიელინიც ტრავმირებულნი არიან, „იუვეს“ პრობლემა საგანგაშოა. მხოლოდ მატიას დე ლიხტია ჯანმრთელი, რომელიც მოედანზე ახლახან დაბრუნდა.