ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარის“ უმასპინძლა და კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:0 იმარჯვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი შ.გ – სერია A-ში დებიუტიდან 25 წლის იუბილე უსეივოდ აღნიშნა. თამაშში მისი ჩართვა საჭირო არ გამხდარა.
კუადრადო 6.5 – თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მთელი ფლანგი გააკონტროლა. ის კაპიტანი იყო და ამ საღამოს ყოველთვის გაიხსენებს.
დემირალი 7 – რონალდუს მეორე გოლში მისი წვლილი დიდია. თვითონაც შეეძლო გატანა და ბურთი ხარიხას მოხვდა. დაცვაშიც შესანიშნავი იყო.
დე ლიხტი 7 – დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ის ფენომენია და ეს დამტკიცა. სამთვიანი პაუზა დასრულდა.
დანილო 6.5 – აკეთებდა ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოს ხარვეზების გარეშე.
ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელი მოედანზე დაბრუნდა.
კულუშევსკი 6 – ხარისხი ჰქონდა, მაგრამ ხშირად აგვიანებდა.
კიეზა შ.გ – იტალიელმა მოედანზე ცოტა ხანი გაატარა.
არტური 6.5 – თითქმის ბურთის დაკარგვის გარეშე ითამაშა. ცოტა სითამამე აკლდა, თუმცა ნახევარდაცვას აკონტროლებდა.
ბენტანკური შ.გ – ურუგვაელი მოედანზე ბოლო წუთებში იყო.
რაბიო 6 – ფიზიკურად დომინაცია შეუძლია, მაგრამ ეს არ იყო მისთვის საუკეთესო თამაში.
მაკკენი 6 – მან გუნდის თამაშში გარკვეული დინამიკა შეიტანა.
ბერნარდესკი 6.5 – ნაბიჯი წინ გადადგა, მარცხნიდან ხიფათს ქმნიდა. გოლიც გაიტანა, რომელიც მორატას თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს.
მორატა 6.5 – კარგად ითამშა, რონალდუსთვის ძვირფასი ზურგი იყო. საგოლე პასიც მიითვალა და სანამ მოედანს დატოვებდა რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
დიბალა 6 – მას ფორმაში შესასვლელად ეს წუთები ძალიან სჭირდებოდა.
რონალდუ 7.5 – არ გააქვს ნაკრებში? „იუვესთვის“ კარგია, ორი გოლი მხოლოდ ერთ ტაიმში და შეეძლო მეტიც გაეტანა. ამ მომენტში მასზე მეტი არავის გაუტანია ჩემპიონატში და ზოგადად, 2020 წელს.
პირლო 6.5 – „იუვემ“ ითამაშა, მშვიდად და მკაფიო იდეებით. „კალიარი“ საპირწონე არ არის, მაგრამ ამჯერად „იუვე“ ყველა თვალსაზრისით კარგი იყო.