მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერგომი: “რონალდუს იბრაჰიმოვიჩი მირჩევნია”

ბერგომი: “რონალდუს იბრაჰიმოვიჩი მირჩევნია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე კომენტატორმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „მილანი“ ახლა უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და “იუვენტუსი“.

„ამ მომენტში იბრაჰიმოვიჩი მირჩევნია კრიშტიანუ რონალდუს. „იუვენტუსმა“ ძლიერ გუნდებთან ვერ დამარწმუნა თავის შესაძლებლობებში. მეორეს მხრივ, „მილანმა“ იბრაჰიმოვიჩთან ერთად დამარწმუნა, რადგან „ინტერს“ და „ნაპოლის“ მოუგო, ხოლო „იუვემ“ „რომასთან“ და „ლაციოსთან“ მატჩებში ვერ დავარწმუნა თავის სიძლიერეში“, – თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „მილანს“ 4 ქულით, ხოლო რონალდუ ბომბარდირთა დავაში ზლატანს 2 გოლით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …