კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება. ასეთი რამ პორტუგალიელის კარიერაში მეორედ მოხდა. პირველად 2014 წელს, როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავდა და მეორედ ახლა – „იუვენტუსში“.
კრიშტიანუმ გოლისა და შედეგიანი გადაცემის შესრულება მიჯრით „პარმასთან“, „სასუოლოსთან“ და „ფროზინონესთან“ დაპირისპირებებში შეძლო.
34 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია A-ში ამ დროისთვის 19 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.