იუვენტუსის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი სპორტულ-ინტელექტუალურ ტურნირში (მე-12 მოთამაშე) მონაწილეობს. 16 თებერვალს სასტუმრო ჰუალინგში პირველი ტური გაიმართა, რომელშიც 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
პირველი ტურის შემდეგ კი გამოქვეყნდა რეიტინგი, სადაც გუნდი “იუვენტინო” 59 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე-2 ადგილზე მყოფ მილანის ქართული ფან-კლუბის გუნდ “სუპერპიპოსაც” 59 ქულა აქვს, ხოლო ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
აქვე გეტყვით, რომ “იუვენტინო” პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა და გუნდი 4 წევრისგან შედგება: სოსო გაგნიძე (კაპიტანი), მერკე მაისურაძე, ოქრო ჩხიკვაძე და ტონი ვაჭარაძე. წინ კიდევ 4 ტურია.