მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “იუვენტუსი” ნამდვილი ოჯახია”

ემრე ჯანი: “იუვენტუსი” ნამდვილი ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბებერი სინიორა“ ნამდვილი ოჯახია. გერმანელი ფეხბურთელი ტურინში გატარებულ 6 თვეს აფასებს და ამბობს, რომ კმაყოფილია.

გარდა ამისა, მან ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს, ჩემპიონთა ლიგისა და აარონ რემზის შესახებ.

– ნახევარი სეზონის შემდეგ, როგორ ხედავთ „იუვენტუსს“ შიგნიდან?

– ოჯახი. ნამდვილად ოჯახური კლუბი. ამით „ლივერპულთან“ მსგავსება მართლაც ვიპოვე, სადაც გასახდელის სულისკვეთება ერთნაირია. დიახ, ძალიან მომწონს „იუვენტუსი“, რადგან ეს ჩემპიონთა ნაკრები არაა, მაგრამ თავს გრძნობ, როგორც ერთიანი გუნდი. ინდივიდებს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთიან ჯგუფს. ეროვნულ ნაკრებში ხშირად ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც სხვა დიდ გუნდებში თამაშობენ და მეუბნებიან, რომ ბევრი რამ განსხვავებულია. მოთამაშეები მიდიან ვარჯიშზე, ვარჯიშობენ, იცვლიან და ერთმანეთს ემშვიდობებიან.

– „იუვენტუსში“?

– აქ კრიშტიანუ რონალდუა, მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ გასახდელში ის სხვების მსგავსია, ბუნებრივია. ყველა ასეთია, არავის აქვს პრივილეგია, მუშაობენ, სტაფთან ერთად ვხუმრობთ. ეს გავლენას ახდენს მუშაობაზეც, რადგან მოედანზე ყველა სწორი განწყობით გავდივართ.

– მოედნის მიღმა?

– ყველა მეგობრები ვართ. ხშირად ერთად დავდივართ, რამდენჯერმე სავახშმოდაც ვიყავით. გერმანული ენის გამო ხედირასთან, მანჯუკიჩთან და პიანიჩთან მიწევს ხშირი ურთიერთობა, მატუიდის გამოკლებით, რომელიც გერმანულად ვერ საუბრობს. ყველა კარგი ბიჭები არიან.

– რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის განწყობა სეზონის გადამწყვეტ მომენტში?

– ამაღლებული განწყობაა. ყველამ ვიცით, რომ გადამწყვეტი მატჩების ფაზა იწყება. გვინდა ყველაფერი მოვიგოთ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ.

– არსებობს ნდობა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან კონცენტრირებულნი ვართ.

– შიში?

– ხუმრობთ? ასეთ მატჩებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია, ამიტომ ამაღლებული განწყობა გვაქვს.

– ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის აშენდა. თქვენი აზრით, რა აკლია?

– არა, არმგოონია, რომ რამე აკლდეს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა რთული და კონკურენტუნარიანი ტურნირია. ახლა „ატლეტიკოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ, ძალინ მკაცრი მეტოქეა. ჯერ მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ ვნახოთ. ოპტიმისტურად ვართ გნაწყობილნი. გზა ჯერ კიდევ გრძელია.

– კრიშტიანუ რონალდუზე უნდა გკითხოთ…

– თქვენც (იღიმის)? ყველა ინტერვიუში მეკითხებიან, ოჯახშიც კი კრიშტიანუს შესახებ მესაუბრებიან – როგორაა კრიშტიანუ, რას აკეთებს? ყოველთვის ერთიდაიგივეს ვიმეორებ. საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მასთან გატოლება არავის შეუძლია. მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალი. ყველასთან საუბრობს, ხუმრობს, კარგი იუმორი აქვს.

– რამდენად შთაგაგონებთ ვარჯიშებისა და თამაშის დროს?

– კრიშტიანუ დონეს ამაღლებს. როდესაც მის ვარჯიშს უყურებ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ ისწავლო მისგან და მოუმატო. დიახ, ის შთაგონებაა, რაც მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ. კიელინიმ მითხრა, რომ ქომაგების რაოდენობა, რომლებიც სასტუმროსთან გველოდებიან, გაიზარდა. ის ხატია, არამხოლოდ ფეხბურთელი.

– ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშიათ. რონალდუს გარდა?

– რთული სათქმელია. „ბაიერნში“ ვითამაშე, რომელმაც ტირპლეტი შეასრულა, „ლივერპული“, რომელიც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი მინახავს.

– იუპ ჰაინკესზე რას იტყვით?

– გენიოსია, მამასავითაა. პრაქტიკულად სრულყოფილი მწვრთნელია.

– როგორც მეტოქეს იცნობთ აარონ რემზის, რომელიც „იუვენტუსში“ ზაფხულში მოვა…

– „არსენალში“ დიდი ხანი თამაშობდა და შესანიშნავი გოლები აქვს გატანილი. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მისი მოსვლა ჩვენთვის მხოლოდ კარგი ამბავია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …