მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკოსთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში სიურპრიზი იქნება?

“ატლეტიკოსთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში სიურპრიზი იქნება?

„იუვენტუსი“ სერია A-ს ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს და ახლა მთავარი საფიქრალი ჩემპიონთა ლიგაა. ამასობაში მიმდინარე სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩიც მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კარსაა მომდგარი.

მატჩამდე ოთხი დღეა დარჩენილი. „იუვეს“ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დაუბრუნდნენ, რაც ცალსახად პოზიტიური ცნობაა.

როგორ შემადგენლობას აირჩევს მასიმილიანო ალეგრი? – იტალიელმა „ფროზინონესთან“ თამაშის შემდეგ თქვა, რომ ჯერ სასტარტო თერთმეტეულზე ჩამოყალიბებული არაა.

„შემადგენლობაზე სამშაბათს ჩამოვყალიბდები, რამდენიმე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია ფლანგის მცველსა და მესამე შემტევს შორის. დიბალა თუ ბერნარდესკი? ჯერ კიდევ არ ვიცი. დე შილიო? – ახლა შანსი ყველას აქვს, სამშაბათამდე არაფერს გადავწყვეტ“, – თქვა ალეგრიმ.

Tuttosport-ის ცნობით, დიდი შანსია, რომ მასიმილიანომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სიურპრიზი შემოგვთავაზოს და შემადგენლობა შეცვალოს.

11-დან 9 ფეხბურთელის საკითხი გადაწყვეტილია – შჩესნი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, ხედირა, პიანიჩი, მატუიდი, მანჯუკიჩი და რონალდუ მოედანზე პირველივე წუთიდან გავლენ.

დარჩა ორი პოზიცია: მარჯვენა მცველი და მესამე შემტევი. დიბალა ან ბერნარდესკი, კანსელუ ან დე შილიო. თუმცა, ტურინული გამოცემა კიდევ ერთ ვერსიას აანონსებს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

მარჯვენა შემტევის პოზიციაზე არც დიბალა იქნება და არც ბერნარდესკი. მათ ადგილს ჟოაუ კანსელუ დაიკავებს, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგს დე შილიო ან მარტინ კასერესი გაამაგრებს. ალეგრიმ ასეთ ცვლილებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა, როდესაც დანი ალვეშს შეტევაში ათამაშებდა, ხოლო მარჯვენა მცველად ანდრეა ბარძალის. ხსენებული ცვლილება ანტუან გრიზმანის უფრო მეტად განეიტრალებას უნდა ემსახურებოდეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ეს მხოლოდ ვარაუდია და როგორც თავად ალეგრიმ თქვა, გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …