ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი გამარჯვება „ფროზინონესთან“ მოიპოვა (3:0) და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი შ.გ – მისი ხელთათმანები სუფთაა.
კანსელუ 6.5 – მარჯვნი და მარცხნივ, დიდი ცვლილების გარეშე. დაცვაში ყურაღდებით იყო, თუმცა, შეტევაში ნაკლებად ეფექტური.
ბონუჩი 7 – გოლით დაბრუნდა, თავდამსხმელის შიმშილი გამოავლინა ამ შემთხვევაში. მადრიდისთვის მზადაა.
კიელინი 6.5 – მისი მოედანზე გამოჩენა სიურპრიზი იყო. ჩემპიონთა ლიგის წინ დააანონსებულზე მეტი დრო მიიღო.
კასერესი 6 – ზედიზედ სამი მატჩი ზედიზედ, ნდობა ალეგრისგან.
დე შილიო 6.5 – ძალიან პოზიტიური მატჩი, ერთ-ერთი საუკეთესო.
ბენტანკური 6 – მარჯვენა ფლანგს უყურადღებოდ არ ტოვებდა და კანსელუს დაზღვევას ცდილობდა. თუმცა, ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში.
ემრე ჯანი 6 – გარდაუვალი ყვითელი ბარათი მიიღო. დაამტკიცა, რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს.
ხედირა 6.5 – ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევდა. აშკარად შედის ფორმაში და ეს ალეგრისთვის კარგი სიახლეა.
პიანიჩი შ.გ – ბოსნიელმა მხოლოდ 10 წუთი გაატარა მინდორზე.
დიბალა 7.5 – ბრწყინვალე გოლი. გარდა ამისა, არაერთი ეფექტური თამაში და ტრიბუნების ოვაციები.
მანჯუკიჩი 7 – ტრადიციულად მოედნის ყველა წერტილში იყო. ორ გოლში მონაწილეობა მიიღო. მეორე მისი დარტყმით დაიბადა, მესამე კი რონალდუმ მისი გადაცემით გაიტანა.
რონალდუ 7.5 – ყველა პოზიციიდან ცდილობდა გატანას. გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ზედიზედ მესამე მატჩში, რაც მის კარიერაში მხოლოდ მეორედ მოხდა. გატანილი გოლის შემდეგ შეცვალეს.
ბერნარდესკი 6 – მოედანზე მაშინ შევიდა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა.