მთავარი / სიახლეები / დე შილიო: “კარგი თამაში იყო”

დე შილიო: “კარგი თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ფროზინონესთან“ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა.

„კარგი თამაში იყო, რიტმით, ტექნიკური თვალსაზრისით. მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ შედეგი უკვე გარანტირებული გვქონდა და რაც შეიძლება ადრე მოვახერხეთ თამაშის ბედის გადაწყვეტა.

გრძნობები პოზიტიურია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მადრიდში ურთულესი მატჩი გველოდება. კვალიფიცირებისთვის 180 წუთის თამაშია საჭირო, მაგრამ ოთხშაბათს, პირველივე წუთიდან სწორად უნდა მივუდგეთ შეხვედრას“, – განაცხადა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო მატჩს 20 თებერვალს სტუმრად „ატლეტიკოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …