მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მადრიდში გოლის გასატანად მივდივართ”

ალეგრი: “მადრიდში გოლის გასატანად მივდივართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფროზინონესთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ალეგრიმ განაცხადა, რომ მისი გნდი კარგ კონდიციებშია და მადრიდში გოლის გასატანად მიდის.

„ჩვენ კარგ კონდიციებში ვართ, „პარმასთან“ მატჩის გამოკლებით კარგად ვაკეთებთ საქმეს, ახლა ძალიან მნიშვენლოვანი მომენტია. ბონუჩი და კიელინი? პირველივე წუთიდან კარგად ითამაშეს, როდესაც ტრავმის შემდეგ ბრუნდები, უმჯობესია მოედანზე თავიდანვე გახვიდე.

დიბალა? კმაყოფილი ვარ მის გამო. შესანიშნავი თამაში აჩვენა და დიდებული გოლი გაიტანა. თავდამსხმელები სწორედ ამით ცოცხლობენ. „იუვეს“ სჭირდება ასეთი ფეხბურთელი, ხაზებს კარგად აკავშირებს ერთმანეთთან. წელს ნაკლებად იტანს, მაგრამ ბევრად სასარგებლოდ თამაშობს.

„ატლეტიკო“? მადრიდში გოლის გასატანად მივდივართ, რა თქმა უნდა, განსხვავებული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. შემადგენლობა? რამდენიმე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშს ყურადღებით მოვეკიდოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ოთხშაბათს, „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …