ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი სამკვირიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა. იტალიელმა მცველმა „ფროზინონესთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მატილდამ (ბონუჩის ახალდაბადებული შვილი) ჩვენს ოჯახში უფრო მეტი სინათლე შემოიტანა. ეს გოლიც მას ეძღვნება, ასევე ჩემს ცოლს, რომელიც შესანიშნავი ქალბატონია. პუბლიკის ოვაცია? მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ტიფოზების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. გპირდებით, მთელი გუნდი მოუმატებს, რომ ამ სეზონში დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.
კმაყოფილი ვართ, რომ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე მოვიგეთ. მადრიდში ამაღლებული განწყობით მივდივართ, ვიცით, რომ ისინი ერთ სანტიმეტრსაც არ დათმობენ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ოთხშაბათს, „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.