მთავარი / სიახლეები / ვარჯიში “ატლეტიკომდე”

ვარჯიში “ატლეტიკომდე”

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ბებერი სინიორას“ მეტოქე 24-ე ტურის სასტარტო მატჩში „ფროზინონე“ იყო და წარმატების მიღწევა არ გასჭირვებია.

ამ მატჩში დაბრუნდნენ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. „იუვეს“ დაცვის ლიდერები ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, ერთმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორემ 70 დაჰყო მოედანზე.

მატჩის ბედი საწყის 20 წუთში გადაწყდა. მე-6 წუთზე რონალდუმ მორიგი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ხოლო გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. მალევე, „იუვემ“ კუთხური ჩააწოდა, მანჯუკიჩის დარტყმა სპორტიელომ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბონუჩიმ ივარგა და ტრავმის შემდეგ დაბრუნება, გოლით აღნიშნა.ამის მერე, რა გასაკვირია, რომ თამაში ნელ ტემპში გაგრძელდა, რადგან „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ მატჩზე ფიქრობდა.

შეხვედრას წერტილი კრიშტიანუ რონალდუმ დაუსვა, რომელმაც მე-19 გოლი გაიტანა და ალეგრიმ მაშინვე შეცვალა – დასვენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ დიბალამაც და რონალდუმაც გოლები ერთნაირ სტილში აღნიშნეს.

„იუვემ“ ამ გამარჯვებით 66 ქულა დააგროვა და სკუდეტოს დაკარგვის საფრთხის წინაშე საერთოდ არ დგას. წინ კი, სეზონის პირველი უმნიშვნელოვანესი მატჩია „ატლეტიკოსთან“ მადრიდში, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „ფროზინონე“ 3:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი (კასერესი 70), დე შილიო; ხედირა (პიანიჩი 81), ემრე ჯანი, ბენტანკური; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ (ბერნარდესკი 64)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ფროზინონე“ (3-5-2): სპორტიელო; გოლდანიგა, სალამონი, კაპუანო; ძამპანო (პაგანინი 84), ჩიბსა (გორი 79), ვივიანი, კასატა, მოლინარო; ჩიანო, ჩიოფანი (პინამონტი 58)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

გოლები: 1:0 დიბალა (6), 2:0 ბონუჩი (17), რონალდუ (63)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (27), კანსელუ (89) – სალამონი (37), კაპუანო (62), კასატა (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 7 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ანტონიო ჯიუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …