ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „ფროზინონესთან“ მატჩის დაწყებამდე Sky Sport-თან ისაუბრა. პაველმა კომენტარი გააკეთა პაულო დიბალას შესახებ და ასევე ხაზი გაუსვა ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის დაბრუნებას.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, ცხადია, ისინი ჩვენი ძალა არიან. ძალიან გამოცდილები და მათ გარეშე თამაში უფრო რთულია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ რუგანიმ და კასერესმა ბოლო მატჩში კარგად ითამაშეს.
დიბალა? პარატიჩის სიტყვებს ვადასტურებ, დიბალა ჩვენი მემკვიდრეობაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისგან ბევრს ველით, რადგან ძალიან ძლიერია“, – განაცხადა ნედვედმა.