კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი „იუვენტუსისთვის“ დაუჯერებელია როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ინსტაგრამში ტურინული გუნდის გამომწერთა რაოდენობა საოცრად გაიზარდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაასწრო, რის შედეგადაც მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.
ახლა კი, კიდევ ერთ საკითხში იქონია დიდი გავლენა – მაისურების რეალიზაციაზე. 2018-2019 წლების სეზონში „იუვეს“ მილიონ 315 ათასი მაისური გაიყიდა, რაც სამჯერ მეტი რაოდენობაა, ვიდრე წინა წლებში.
2018 წელს „იუვემ“ მაისურებისგან 27.79 მილიონი ევრო იშოვა, 2019 წელს კი, ეს ციფრი 44.02 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
მიუხედავად საოცარი ზრდისა, „იუვენტუსი“ მაისურების გაყიდვით მსოფლიოში ჯერჯერობით მხოლოდ მეათე ადგილზეა.
TOP 10 of the most sold kits in Europe. via @JuventusTopNews pic.twitter.com/2q8MvlnnzR
— Around Turin (@AroundTurin) October 16, 2019