ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის ჯორჯო კიელინის აგენტმა დავიდე ლიპიმ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯორჯოს სარეაბლიტიაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და სეზონის დასკვნით ნაწილში მოედანს დაუბრუნდება.
„იუვე“ ისევ მოიგებს სკუდეტოს? ცხადია, ყველაზე ძლიერია, შემადგენლობაც ყველაზე ძლიერია და დაკომპლექტებულია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მიმდინარე სეზონი ძალიან მომწონს.
კიელინი? მისი გამოჯანმრთელების პროცესი დადებითად მიმდინარეობს. ის წარმოუდგენელია, ყოველდღე მუშაობს, გადამდები პოზიტივი აქვს. მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეს 2020 წელს მოხდება. იანვრის ბოლოს, თებერვალში ან მარტში, მაგრამ სეზონის ფინალურ ნაწილში ნამდვილად შეეძლება თამაში“, – თქვა ლიპიმ.