ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა როგორც გუნდში არსებულ ვითარებაზე, ისე ხვალინდელ თამაშზე.
„ბოლონია“ ერთ-ერთი გუნდია, რომელიც სეზონის ამ ნაწილში მომეწონა.ეს არის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც გამორჩეულია ბურთს ართმევაში და კარში დარტყმებით. მასთან დაპირისპირება სახიფათოა, რადგან მაღალი დონისაა. იმედია მიხაილოვიჩი სათადარიგო სკამზე იქნება, სიამოვნებით შევხვდებოდი.
გუდნს დნაილო და რემზი დაუბრუნდენ. კარგი ამბები გვაქვს დუგლას კოშტასა და დე შილიოს შემთხვევაშიც, მაგრამ გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობენ. თამაშიდან თამაშამდე, ხელმისაწვდომი მოთამაშეების რესურსიდან გამომდინარე ვნახავთ რომელ სათამაშო სისტემას გამოვიყენებთ. გუნდი ყველა არჩევანისთვის მზადაა. ახლა ვიყენებთ მოდულს, რომელიც მარტივი არაა, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ სისტემას საკმაოდ კარგად ვიყენებთ, მაგრამ არა სრულყოფილად.
ჩემს მიმართ სკეპტიციზმი არის ის, რასთან ერთადაც დიდი ხანია ვცხოვრობ. სატურნირო ცხრილი ამჯერად არ მაინტერესებს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ უწყვეტად კარგ დონეზე თამაში. „ინტერთან“ მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა,ეს წარსულია და ახლა კიდევ ერთ რთულ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტირებული, თანაც სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია.
ეროვნული გუნდებიდან ფეხბურთელების დაბრუნება ადვილი არაა. დემირალის ჟესტი? ეს ნორმალურია, თანაგუნდელებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დანარჩენი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის და უეფას პრობლემაა, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს.
მატუიდი? ის საოცრად სასარგებლო მოთამაშეა, სიტუაციების წაკითხვის განსაკუთრებული უნარი აქვს, შესანიშნავი დინამიზმით გამოირჩევა. ბლეზი გუნდს ბალანსს და სტაბილურობას აძლევს.
დაცვაში ვცდილობთ უწყეტობა ვიპოვოთ, ამის შემდეგ კი, შანსი რუგანისაც მიეცემა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და დიდი პერსპექტივის ფეხბურთელია. მანჯუკიჩი ამჟამად გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე. თუ სიტუაცია შეიცვლება, მე ყველაფერზე თანახმა ვარ. პიაცას რაცშეეხება, ფიზიკური პრობლემის გამო ჩვენთვის მიუწვდომელია“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.