„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ განზრახულად წაგებაში ბრალი დასდეს.
კორუფციაში ეჭვმიტანილმა საფეხბურთო აგენტმა ჯუზეპე პალიარიმ პროკურორ ბრაინ ო’ნილს განუცხადა, რომ შოტლანდიელმა „იუვენტუსთან“ წაგების გამო Rolex-ის საათი მიიღო, რომლის ღირებულება 30 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ თამაშზეა საუბარი, ამის შესახებ დეტალური ცნობა არ გავრცელებულა.
Tuttojuve წერს, რომ საუბარი შარშან „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ თამაშს ეხება, რომელიც „იუვემ“ პაულო დიბალას გოლით მოიგო. გარდა ამისა, ტურინელები და მანჩესტერელები ერთმანეთს 1996-2003 წლებში რვაჯერ შეხვდნენ.