გონსალო იგუაინმა ჩველ ფორმაში დაბრუნება მკაცრი დიეტის წყალობით შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას La Stampa ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ზაფხულში ტურინელებმა იგუაინის წონის გაკონტრლება დაიწყეს და არგენტინელი დიეტაზე დასვეს. შედეგად, „პიპიტამ“ 2-3 კგ-ით დაიკლო და ახლა მის წონას კლუბი გამუდმებით 75 კგ-მდე აკონტროლებს.
სწორედ ეს გახდა იგუაინის ათამაშების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო. შეგახსენებთ, რომ შარშან გონსალომ „მილანსა“ და „ჩელსიში“ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, წელს კი, მაურიციო სარის გუნდში ერთ-ერთი დასაყრდენი ფიგურაა.